Thursday, October 19, 2017

Open-source ლიცენზიები გლეხურად

     იდეაში, ოფენსორს ლიცენზიები არსებობს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მასალის თავისუფლად გაზიარებას, გადაცემას, ცვლილებას/განვითარებას და ამავდროულად შეინარჩუნოს მასალის პირველწყარო და განვითარების ისტორია. სალიცენზიო შეთანხმებებს, მათ შორის open-source-ს, როგორც წესი, არავინ კითხულობს, თუმცა ყოველთვის ვეთანხმებით :). ამიტომ ვეცდები, რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად, აღვწერო რამდენიმე პოპულარული ლიცენზია და განვმარტო რას წარმოადგენს ისინი.

     * სიტყვები: მასალა, სორსი, წყარო, ორიგინალი ხშირად ერთი მნიშვნელობით გამოიყენება




GNU AGPLv3
რა შეგიძლია:

  • გამოიყენო კომერციულად,
  • გადასცე სხვას,
  • შეცვალო,
  • დააპატენტო,
  • გამოიყენო პირადად. (მესამე პირზე გაცემის გარეშე)


რა წესები უნდა დაიცვა:

  • უნდა წარმოადგინო მასალის წყარო (Source) (მასალას სორსი უნდა წააყოლო ყოველთვის)
  • უნდა განათავსო ლიცენზია და საავტორო უფლებები. (რომ ჩანდეს საიდან/ვისგან გაქვს მასალა)
  • ქსელში გამოყენება იგივე გავრცელებაა, ანუ შენს საიტზე(ში) რომ გამოიყენო, უნდა განათავსო (საიტის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა) სორსიც და ლიცენზიაც
  • იმავე ლიცენზიით უნდა გაავრცელო. (არ უნდა შეზღუდო ან განავრცო ის უფლებები რა უფლებებითაც შენ მიიღე
  • უნდა აჩვენო რა შეცვალე ორიგინალისგან (ცვლილებების აღწერა/დოკუმენტაცია უნდა წარადგინო)


რა აკლია:

  • ვალდებულება, (არაფერზე არის/ხარ "ატვეჩაი")
  • გარანტია (არც გარანტია(ს) გეძლევა/იძლევი, რომ რამე არ "გაასხავს")


GNU GPLv3

     თითქმის იგივეა რაც GNU AGPLv3 იმის გამოკლებით, რომ საიტზე განთავსებისას არ გიწევს ზემოთ ნახსენები წესების დაცვა.

GNU LGPLv3

     თითქმის იგივეა, რაც წინა, იმ განსხვავებით, რომ იგივე ლიცენზიით ავრცელებ მარტო ორიგინალ სორსს. ანუ, შენი დამატებული "ნავაროტკები" შეგიძლია სხვა ლიცენზიით გაავრცელო და არ მოგეთხოვება აღწერო რა შეცვალე ორიგინალისგან.

Mozilla Public License 2.0
    ეს ლიცენზია წინასგან განსხვავდება შემდეგნაირად:

  • ამ შემთხვევაში შეგიძლია არა მხოლოდ შენი "ნავაროტკები" არამედ, მთლიანად, ორიგინალ სორსზე დაშენებული (თუ ორიგინალს არ ცვლი) შენი აპლიკაცია სხვა ლიცენზიით გაავრცელო ისე რომ ორიგინალის სორსი არ წარადგინო.  
     * თუ ორიგინალ ნაწილში შეიტანე ცვლილება მაშინ შეცვლილი "ორიგინალი" იმავე ლიცენზიით უნდა გაავრცელო რა ლიცენზიითაც მიიღე.
  • არ შეგიძლია შენი სავაჭრო ნიშნის ქვეშ გაავრცელო. (შენს ლოგოს ვერ დაადებ).



Apache License 2.0

     გავს GNU GPLv3- იმ განსხვავებით, რომ, არ მოითხოვს სორსი თან ახლდეს მასალას და არც იმავე ლიცენზიით გავრცელებას მოითხოვს.
თუმცა Mozilla Public License 2.0-ს მსგავსად მასალის შეცვლილი სავაჭრო ნიშნის ქვეშ გამოყენება შეზღუდულია.

MIT License
     ეს ლიცენზია Apache License 2.0-სგან განსხვავდება იმით, რომ არ მოითხოვს ცვლილებების აღწერას და არ ზღუდავს სავაჭრო ნიშნის ქვეშ გამოყენებას, მაგრამ არ გაძლევს უფლებას, რომ მასალა დააპატენტო.

Unlicense

     (არსებობს ასეთიც) ყველაზე "დობრი" ლიცენზია რომელიც არაფერზეა "ატვეჩაი" და ნებას გრთავს, მასალა როგორც გინდა ისე გამოიყენო. ერთი იმაში გზღუდავს, რომ ვერ დააპატენტებ (პრინციპში, როგორ გინდა რო..).








No comments:

Post a Comment